რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებას გააჩნია მტკიცებეულებები იმის შესახებ, რომ თურქეთის ლიდერის ოჯახი ჩართული იყო ნავთობის უკანონო შეძენაში დაიშის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
თურქეთის პრეზიდენტი თაიიფ ერდოღანი და მისი ოჯახი ჩართულები არიან ნავთობის უკანონო შეძენაში სირიისა დაერაყის ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა ბრიფინგზე "რუსეთის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ახალი მონაცემები".
"კანონიერი მფლობელებისათვის — სირიისა და ერაყისათვის მპარული ამ ნავთობის ძირითადი მომხმარებელი თურქეთია. შემოსული ინფორმაციის მიხედვით ამ დანაშაულებივ ბიზნესში ჩართულია ქვეყნის უზენაესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახი", — განაცხადა ანტონოვმა.
"ეს თურქი ხალხის საქმეა. ჩვენი მიზანი და მიზანი, რომლისკენაც თქვენ გიხმობთ, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ერთობლივი ქმედებებით აღვკვეთოთ ტერორიზმის დაფინანსების წყაროები. ჩვენ განვაგრძობთ თურქეთის მიერ საკუთარი მეზობლების ძარცვის ფაქტების წარმოდგენას", — აღნიშნა ანტონოვმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობი საწარმო მასშტაბებში გადის თურქეთში.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს აქვს მიზეზი ივარაუდოს, რომ რუსული სუ-24 თურქეთში ნავთობის შეტანის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად ჩამოაგდეს.