ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე დასრულებულია

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზის ლიანდაგები
რკინიგზის ლიანდაგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 1 მილიონი მგზავრი და 5 მილიონი ტონა ტვირთია. ტვირთების მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისათვის იგეგმება 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა წელიწადში.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია — ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 2 დეკემბერს განუცხადა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა. 

„იმედი გვაქვს, რომ თურქეთში სამუშაოები დაჩქარდება და ჩვენ საკმაოდ სწრაფად მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს“, — დასძინა მინისტრმა. 

რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წელს იგეგმებოდა. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, 2015 წლის იანვარში ქართულ მონაკვეთზე პირველი სატესტო მატარებელი გავიდა. 

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წლის ბოლოსათვის ამუშავდება

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის გაფორმებული. 

ახალი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 1 მილიონი მგზავრი და 5 მილიონი ტონა ტვირთია. ტვირთების მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისათვის იგეგმება 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა წელიწადში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ, 2500 ადამიანი დასაქმდება. 


ყველა ახალი ამბავი
0