თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. აზია-კავკასია-ევროპის სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხი განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და China Shipping Europe Holding-ის პრეზიდენტმა ლიუ ჩონგ პინგმა გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინური კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი — 80 ადგილობრივი და საერთაშორისო მარშრუტით, საქართველოში თავისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს.
კომპანიის შეფასებით, უახლოეს მომავალში საგარეო ვაჭრობა საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს, საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის, უფრო ინტენსიური გახდება. ამის შედეგად, საზღვაო გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფართე სპექტრი და ხარისხი დააკმაყოფილებს ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებს.