უსუფაშვილი: საქართველოში შესაძლოა ინდონეზიის საელჩო გაიხსნას

© https://www.facebook.com/DavidUsupashviliOfficialსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი იუსუფ კალა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი იუსუფ კალა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაკარტაში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ინდონეზიასთან, რეგიონის ყველაზე დიდ და ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ინდონეზიის საელჩოს გახსნის საკითხი განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ კალამ (Jusuf Kalla) ჯაკარტაში ოთხშაბათს, 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება საქართველოს პარლამენტი. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორი ქვეყანა ზომებს მიიღებს კოორდინირებული ქმედებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების დონეზე. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სერიოზულად განიხილავს საქართველოში ინდონეზიის საელჩოს გახსნის საკითხს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა უსუფაშვილმა. 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას სჯერა, რომ 21-ე საუკუნეში, სახელმწიფოები საერთაშორისო კანონმდებლობის ერთგულნი იქნებიან და საერთო მთავარი საზრუნავი მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა მალე განიმუხტება.

დავით უსუფაშვილი და ზულკიფლი ჰასანი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ქვეყნის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ინდონეზიას სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. იუსუფ კალა საქართველოს სახელმწიფო წყობით, ეკონომიკური მდგომარეობითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.

ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში არსებული პრობლემები მალე მოგვარდება და აღნიშნა, რომ ინდონეზია რადიკალიზმსა და ტერორიზმს გმობს.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0