საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

© facebook.com/DavidUsupashviliOfficialდავით უსუფაშვილი და ზულკიფლი ჰასანი
დავით უსუფაშვილი და ზულკიფლი ჰასანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარე ზულკიფლი ჰასანი საქართველოში დაპატიჟა. თავის მხრივ, ჰასანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ჯაკარტაში შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარესთან, ზულკიფლი ჰასანთან, — იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.

„მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც და ერთხმად აღნიშნეს, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგიური კუთვნილება არ აქვს, ამიტომ, მის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ერთსულოვანია“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

დავით უსუფაშვილმა ზულკიფლი ჰასანი საქართველოში დაპატიჟა. თავის მხრივ, ჰასანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრას ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტ იუსუფ კალასთან. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრები ადგილობრივ მედიასაშუალებებთან. 

საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 2 დეკემბერს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0