ბაქოში ხიდაშელისა და ალიევის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული რისკები უნდა გაითვალისწინონ და უსაფრთხოების მიზნით, თავდაცვის მეტი ღონისძიებები გაატარონ.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბაქოში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი იყო.

„ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე… განვიხილეთ ენერგეტიკული პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა გაითვალისწინონ რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული რისკები და უსაფრთხოების მიზნით, თავდაცვის მეტი ღონისძიებები უნდა გაატარონ.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრეს

ამას გარდა, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხებიც.

„ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, ურთიერთობებზე, რომელიც გვაახლოებს ორ სახელმწიფოს, აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური, შედეგიანი და ნათელი იყოს ამ თანამშრომლობის შედეგები“.

როგორც, საგარეო უწყება იტყობინება, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ბაქოში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს „ფაჰრი ჰიაბანის“ ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ორკვირიანი ვიზიტის დასასრულს ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0