უვიზო მიმოსვლა და არალეგალები

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიСтаринный фонарь и флаг на здании НБГ в Тбилиси
Старинный фонарь и флаг на здании НБГ в Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 2005 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერაც დღის წესრიგში დადგა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, იმდენჯერ გააქტიურდნენ ემიგრაციაში მყოფებიც და ევროპაში წასვლის მსურველებიც. იქ მყოფებს აინტერესებთ, მოეღება თუ არა ბოლო მათ ხანგრძლივ განშორებას ოჯახებთან და სამშობლოსთან. წასვლის მსურველები ცდილობენ გაარკვიონ, ფული გადაიხადონ  ვიზაში, უვიზოდ სცადონ ხიფათიანი გზის გავლა თუ ცოტაც მოიცადონ და მალე უფრო იოლად შეძლონ ევროპაში მოხვედრა.

 როგორც ჩანს, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ევროპა გაგვიღებს კარს და იმ ვალდებულებებს დაგვიწესებს, რაც დღეს გრძელვადიანი და მრავალჯერადი ვიზების მიღების შემთხვევაში გვაკისრია. ანუ, ეს იქნება მხოლოდ ტურისტული კატეგორიის ვიზა (6 თვეში 90 დღის გამოყენებით), რომელიც არ ითვალისწინებს სამუშაოდ, ან სასწავლებლად ევროპაში ხანგრძლივ ყოფნას. ამისათვის სპეციალური ვიზები დღესაც გაიცემა საქართველოში, ამა თუ იმ ქვეყნის საკონსულოში და ასე იქნება სამომავლოდაც.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

 რაც შეეხება არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც დიდი ხანია მოწყვეტილნი არიან სამშობლოს და წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ვარაუდობს, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, რადგან, სამშობლოში დაბრუნებისას, საზღვარზე მათი მხრიდან სავიზო რეჟიმის დარღვევა დაფიქსირდება და ისინი „შავ სიაში“ მოხვდებიან. თუმცა, გიგიაძე იმასაც აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედიც აქვს, რომ ეს პრობლემა არალეგალ ემიგრანტებს მოეხსნებათ.

უმაღლესი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
მოგერინისთვის უცნობია, რას გადაწყვეტს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე

 მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისათვის წარმატებით ახორციელებენ დახმარების პროგრამებს და მათ სამშობლოში ჩამოსვლას ურჩევს. თუმცა, ორი დღის წინ, საბერძნეთიდან ქუთაისში დაბრუნებულმა თანამემამულემ მაცნობა, რომ ჩამოსვლისთანავე მიმართა ემიგრანტთა დახმარების ფონდს. მას განუცხადეს, რომ ბიზნესის დასაწყებად დაფინანსების გაცემა დროებით შეჩერებულია და დაპირდნენ, რომ ჩამოსვლიდან ერთი წლის მანძილზე მიეცემა ამ დახმარებით სარგებლობის საშუალება. ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები და უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდი დაინტერესებულ პირებს. მანამ კი კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ევროპასთან მიმოსვლის გამარტივება ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარება, რათა თუნდაც 3 თვის განმავლობაში მათ მოახერხონ თავიანთი გეგმების განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშობის ჩატარება, მოიძიონ სასწავლო დაწესებულება, ან ბიზნეს-პარტნიორი, ან ლეგალურად დასაქმებისათვის ოფიციალური ვიზის გამომგზავნი, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და უვიზოდ, არალეგალურად არ გააგრძელონ უცხო ქვეყანაში ყოფნა. 

 ამ პოზიციას იზიარებს საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მამუკა ჭკუასელი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად იმყოფება ათენში და ბერძნულ პროფკავშირულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც შეიძინა. 

 მამუკა ჭკუასელი: „ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლა ემიგრაციას არ გაზრდის. ეს ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითმაც გვაჩვენა. რაც არ უნდა ხელი მოგეცაროს, იმის შიში მაინც არ გექნება, სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის ისევ საკუთარი ქვეყნის საზღვრებში აღმოჩნდე გამოკეტილი“. 

 საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, 5-6 თვე მაინც იქნება საჭირო, სანამ ეს რეგულაციები ამოქმედდება. მანამდე ევროპაში წამსვლელს კი საზღვარზე იმის დამადასტურებელი საბუთები შეიძლება მოსთხოვონ, რითაც ცხადი გახდება მათი სტუმრობის მიზანი, ევროპაში დარჩენის ვადა და უკან წამოსასვლელი ბილეთი. ასეთი გამოცდილება ხომ ისრაელთან სავიზო რეჟიმის გამარტივებამ უკვე მოგვცა. ყველა მსურველი როდი ახერხებს წმინდა მიწაზე, თუნდაც, აღდგომის დღესასწაულზე მოხვედრას. 

 თადარიგის დაჭერა მაინცდამაინც არ გვეხერხება ქართველებს და ეგებ ამით მაინც დავემსგავსოთ ევროპელებს, დროულად გავითვალისწინოთ რა შეიძლება დაგვჭირდეს, რომ ფუჭი დროის, თუ ფულის ხარჯი მაინც ავიცილოთ თავიდან.

 


ყველა ახალი ამბავი
0