თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ალიანსის სამხედრო ექსპანსიამ აღმოსავლეთით არ შეიძლება არ მიგვიყვანოს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებამდე, — თქვა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჩერნოგორიის ნატოში მიწვევის ფაქტის კომენტირებისას.
ნატომ დღეს, 2 დეკემბერს, ჩერნოგორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29–ე წევრად მიიწვია.
„მოსკოვი სხვადასხვა დონეზე არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ნატოს, მისი ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით ექსპანსიას, რარა თქმა უნდა, მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები აღმოსავლეთიდან, ანუ რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის შესანარჩუნებლად“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვმა იქვე დაამატა, რომ უახლოეს მომავალში კრემლი არ გეგმავს ამ თემაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას.
„ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული არ არის მოსალოდნელი. ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები გვაქვს“, — თქვა მან.