„ბატაკლანის“ თეატრი პარიზში 2016 წლის ბოლოსთვის კვლავ გაიხსნება

© RIA Novostiპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბატაკლანის“ თანამფლობელმა ოლივიე პუბელმა განაცხადა, რომ თეატრი 2016 წლის მიწურულს გაიხსნება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik.  „ბატაკლანის“ თეატრი, სადაც 13 ნოემბერს საშინელი ტერაქტი მოხდა, სავარაუდოდ 2016 წლის ბოლოს კვლავ გაიხსნება, — განაცხადა თეატრის თანამფლობელმა ოლივიე პუბელმა გაზეთ Monde–სთან ინტერვიუში.

ვითარება პარიზში ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
მოწმე: „ბატაკლანში“ ტერორისტები ამბობდნენ, რომ ეს „სირიისთვის შურისძიებაა“

„დიდი იმედი გვაქვს, რომ [„ბატაკლანი“] 2016 წლის ბოლოს გაიხსნება“, — განაცხადა პუბელმა. 

ტერაქტის შემდეგ არც პუბელი და არც მეორე თანამფლოელი ჟიულ ფრიუტო თეატრის შენობაში არ შესულან.

„პოლიციელები იქ შესვლას არ გვირჩევდნენ და მართლებიც იყვნენ. ეს ჩვენს დასაცავად არის საჭირო. არცერთი თანამშრომელი იქ არ შესულა, გარდა ორი ტექნიკური მუშაკისა, რომლებსაც იქ კონკრეტული საქმე ჰქონდათ. მიმდინარეობს გამოძიება და ეს დიდხანს გასტანს“, — აღნიშნა პუბელმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0