სტოლტენბერგი: საქართველოს, მაკედონიასა და ბოსნიას პროგრესი აღენიშნებათ

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის გადაწყვეტილება ჩერნოგორიასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ „ნატოს კარი ღიაა“ ახალი წევრების მისაღებად.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მაკედონიას ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი აღენიშნებათ, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში მონაწილეობას განაგრძობენ

„ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ასევე ახდენენ ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის დემონსტრირებას“, — განუცხადა ჟურნალისტებს გენმდივანმა მას შემდეგ, რაც ნატომ ჩერნოგორიასთან მისი ალიანსში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. 

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის გადაწყვეტილება ჩერნოგორიასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ „ნატოს კარი ღიაა“ ახალი წევრების მისაღებად. 

ყველა ახალი ამბავი
0