აშშ–ის ელჩმა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მხრივ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა

© facebook.com/GaribashviliOfficialაშშ––ს ელჩი საქართველოში იან კელი პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე
აშშ––ს ელჩი საქართველოში იან კელი პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იან კელის განცხადებით, აშშ–სა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და მის მეზობლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროგრამა სასაზღვრო და საბაჟო სფეროებში კონტროლია.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის კონტროლის საკითხში ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია, — განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა იან კელიმ (Ian C. Kelly).

სასაზღვრო–გამტარი პუნქტი ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
შსს: საქართველო მკაცრად აკონტროლებს საზღვრებსა და საკონტროლო–გამტარ პუნქტებს

პარიზის 13 ნოემბრის ტერორისტული შეტევების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს, გაძლიერდა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში და ასევე ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი 480 უცხოელ მოქალაქეს განუცხადეს. 

„ყველას გვესმის, რომ ჩვენ წინაშე მდგარი საერთო საფრთხე აუცილებელს ხდის თანამშრომლობას როგორც აშშ–სა და საქართველოს, ისე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. ამ თანამშრომლობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა სასაზღვრო და საბაჟო სფეროებში კონტროლია. ხდება ინფორმაციების გაცვლა და ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ საზღვარზე უზრუნველყოფილი იყოს კონტროლი, და ძალზე კმაყოფილი ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით“, — განაუცხადა კელიმ ჟურნალისტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, ყველა სახელმწიფო სასაზღვრო პუნქტზე გამკაცრებულია სავიზო კონტროლი; საქართველოში გაძლიერებულია სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მობილიზებულია დამატებითი ძალები. 


ყველა ახალი ამბავი
0