შსს: საქართველო მკაცრად აკონტროლებს საზღვრებსა და საკონტროლო–გამტარ პუნქტებს

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისასაზღვრო–გამტარი პუნქტი "ზემო ლარსი"
სასაზღვრო–გამტარი პუნქტი ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველო უარს ეუბნება ქვეყანაში შემოსვლაზე იმ უცხოელებს, რომლებიც ვერ ასახელებენ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს და ვინც მესაზღვრეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი პირების შემოსვლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აკონტროლებს საკონტროლო–გამშვები პუნქტების მუშაობას, — განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2–ის“ეთერში. 

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სავიზო კონტროლი გამკაცრდა სახელმწიფო საზღვრის ყველა საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე.

„იმისთვის რომ ე.წ. "მწვანე საზღავრზე" არ მოხდეს უკანონო კვეთები და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა ნაკადში მოხდეს იმ ადამიანების ინდეტიფიცირება, ვინც ცდილობს საქართველოში შემოვიდეს და გამოიყენოს საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის პერიმეტრი, საზღვარი და საკონტროლო–გამტარი პუნქტები სრული დატვირთვით მუშაობს“, — თქვა მაჭავარიანმა. 

სამხედრო სწავლებები პანკისში - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: ისლამისტებმა საქართველოდან 50 ადამიანი გადაიბირეს

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველო უარს ეუბნება ქვეყანაში შემოსვლაზე იმ უცხოელებს, რომლებიც ვერ ასახელებენ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს და ვინც მესაზღვრეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

„მგზავრს უნდა ჰქონდეს სასტუმროს ჯავშანი, უკანა გზის ბილეთი, სამედიცინო დაზღვევა, ქვეყანაში ვიზიტის დროს საკმარისი თანხა და ა.შ. თუ ეს პარამეტრები არ არის დაცული, ჩვენ შეგვიძლია არ შემოუშვათ ადამიანი ქვეყანაში“, — განაცხადა მაჭავარიანმა. 

შს მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და ასევე მობილიზებულია დამატებითი ძალები. 


ყველა ახალი ამბავი
0