მინისტრებმა ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობაზე იმსჯელეს

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები _ გიორგი კვირიკაშვილი და მევლუთ ჩავუშოღლუ
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები _ გიორგი კვირიკაშვილი და მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, განსაკუთრებით საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან (Mevlüt Çavuşoğlu) ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრა, — იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

„მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე“, — ნათქვამია განცხადებაში. 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ოფიციალური ანკარის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მიმართ. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ნატოს წევრობა საქართველოს საბოლოო მიზანია

ამას გარდა, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, და ასევე აზერბაიჯანთან სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში დადებით დინამიკასაც გაუსვეს ხაზი. 

„შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა სამმხრივ  შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში მოიწვია“, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

გიორგი კვირიკაშვილი მონაწილებას ღებულობს ნატოს ბრიუსელის მინისტერიალში, რომელიც დრეს, 2 დეკემბერს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0