საქართველო რუსეთს მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის გაზრდაზე არ შეთანხმებია

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინის მოსავალი
მანდარინის მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას ემხრობა და აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობის გადახედვის საკითხი ჯერჯერობით არ დგას.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეზობელი ქვეყნების — თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობას აღნიშნავენ და აცხადებენ, რომ რუსული მხარის მიერ თურქული პროდუქტების ქვეყანაში შეტანაზე აკრძალვის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთში საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. 

შაბათს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილებით უპასუხა რუსეთმა თურქეთს სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ–24–ის ჩამოგდებას.

„როსსელხოზნადზორის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ სიახლემ ამიერკავკასიის ქვეყნები – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი გაახარა.  მისი განცხადებით, სომხეთი მზადაა, ახლავე დაიკავოს ეს ნიშა და რუსულ ბაზარზე ორიენტირებით ბოსტნეულისა და ხილის წარმოება გაზარდოს.

თბილისობა 2015, ხილის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„როსსელხოზნადზორი“: თურქულ ხილს ქართული და სომხური პროდუქცია ჩაანაცვლებს

„არა მგონია, რომ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობები ვინმეს ახარებდეს. ეს რეგიონში ორი მასშტაბური ქვეყანაა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის კარგი ურთიერთობები იყოს. მე მჯერა, რომ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს“, — განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და დასძინა, რომ „ქართულ მხარეს ექსპორტის მოცულობის გადახედვაზე არავისთან არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავს“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებების გამართვას რუსეთში საქართველოდან მიწოდებული პროდუქციის რაოდენობის ცვლილებაზე. „ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობები არ იყოს, რომ არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, კონფლიქტი მალე მოგვარდეს… არანაირი მოლაპარაკებები ჩვენ არ გვიწარმოებია“, — განაცხადა მან. 

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო თვეებში ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში საქართველომ რუსეთს 126,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 107 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0