ჩრდილოეთ კორეამ თავი შიდსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

© photo: Sputnik / http://aurumtravel.ru/severnaya-koreya.htmlფხენიანი
ფხენიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილოეთ კორეაში გამოქვეყნებულ სტატიაში ირწმუნებიან, რომ „ჯანდაცვის უშესანიშნავესი სისტემისა და სახალხო პოლიტიკის განხორციელების“ წყალობით, ქვეყანაში შიდსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ თავი შიდსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა, — იუწყება სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამხრეთკორეული სააგენტო „რიონხაპის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

აივ–ინფექცია - Sputnik საქართველო
აივ–ინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში

მისი მონაცემებით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთმა „მინჩჟუ ჩოსონმა“ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ირწმუნებიან, რომ „ჯანდაცვის უშესანიშნავესი სისტემისა და სახალხო პოლიტიკის განხორციელების“ წყალობით, ქვეყანაში შიდსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ჩვენი რესპუბლიკა შიდსის პრევენციის მიზნით სანიტარული სამუშაოებისა და ადამიანების ბედისა და ჯანმრთელობის დაცვის კონტროლის გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს“, — წერს გაზეთი.

კორეის ტელეგრაფის ცენტრალური სააგენტოს ინფორმაციით, იმავე დღეს ფხენიანის კულტურის სახალხო დარბაზში, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კრება გაიმართა, სადაც სხვა ქვეყნებში აივ–ინფექციის შესახებ არსებულ მდგომარეობაზე პროპაგანდისტული მოხსენებებით წარდგნენ.


ყველა ახალი ამბავი
0