თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ლატვია არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობას ტერორისტულ ორგანიზაცია დაიშთან („ისლამური სახელმწიფო“) ბრძოლაში, განაცხადა ედგარ რინკევიჩსმა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„არ გამოვრიცხავ, რომ შეგვიძლია რუსეთთან ჩვენი ქმედებების კოორდინირების მეთოდი, ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე მაინც, რომ ერთმანეთის გეგმები არ დავანგრიოთ ან მესამე მსოფლიო ომი არ დავიწყოთ“, — ციტირებს რინკევიჩსის სიტყვებს გაზეთ Baltic Times–ის ინტერნეტ–ვერსია.
მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ თუ დასავლეთის კოალიციაში რუსეთიც იქნება, მას დაიშთან ბრძოლაში არ შეუერთდებიან. მინისტრის თქმით, ეს განცხადება არაზუსტი და ასევე საერთაშორისო პრესაში „ძალზე უბრალოდ“ გადმოცემული იყო. „სინამდვილეში აქ უფრო მეტი ნიუანსია, ყოველ შემთხვევაში, ლატვიისთვის“, — განაცხადა რინკევიჩსმა.
მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი 16 ქვეყნისგან შემდგარ უკვე არსებულ კოალიციას შეუერთდეს, რადგანაც ის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს.
„არ მჯერა, რომ კიდევ ერთი კოალიციის შექმნა შეგვიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთ ქვეყანას სურს და თანაც — საკუთარი პირობებით. ჩვენ განსხვავებული მიზნები გვაქვს“, — განაცხადა მან.
რუსეთმა 30 სექტემბერიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, დაიშის ობიექტებზე ავიადარტყმები დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო საზოგადოებას ისლამური სახელმწიფოების მონაწილეობით ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.