ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ISIS მთელი მსოფლიო უნდა ებრძოლოს

© facebook.com/GaribashviliOfficialლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი თვლის რომ ISIS საერთო საფრთხეა და მას მთელი მსოფლიო უნდა ებრძოლოს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია  „ისლამური სახელმწიფო“ საერთო საფრთხეა, რომლის წინააღმდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა იბრძოლოს, თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა (Edgars Rinkēvičs) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში. 

„ისლამური სახელმწიფო“ — ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც უპირატესად ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს. დღეს ის „ნახევრადრეალურ კვაზისახელმწიფოს“ წარმოადგენს შარიათის მმართველობის ფორმით, რომელიც ნაწილობრივ აკონტროლებს „სუნიტური სამკუთხედის“ ტერიტორიას. 

„ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც რელიგიას ტერორიზმთან აიგივებენ. ეს მსოფლიოს საერთო პრობლემაა. ჩვენი ქვეყნიდანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი წავიდა სირიაში და ISIS შეუერთდა. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საერთო პრობლემაა და ჩვენ საერთო ძალებით უნდა შევებრძოლოთ ამ საფრთხეს”, — თქვა რინკევიჩსმა. 

„ისლამური სახელმწიფო“ 2006 წელს ერაყში შეიქმნა 11 რადიკალური ისლამური დაჯგუფების შერწყმით ადგილობრივი  „ალ-ქაიდას“  ქვედანაყოფის მეთაურობით. 

რუსეთმა  ავიადარტყმების დაიწყო სირიაში ISIS  ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებზე  სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თხოვნის პასუხად. ამასთან კოალიციური ძალები აშშ-ს ხელმძღვანელობით, 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებენ დარტყმებს ISIS პოზიციებზე სირიაშიგაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით და სირიის ხელისუფლებასთან თავისი ქმედებების კოორდინირების გარეშე. 


ყველა ახალი ამბავი
0