დასრულდა მდინარე ხანისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები

© https://www.facebook.com/georoad.ge/ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხანისწყალზე
ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხანისწყალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეკლესიას.

 თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და  ეკლესიას.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირსამაგრ სამუშაოებს დააფინანსებს

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით  ფლეთილი ლოდების გამოყენებით ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ. სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა. აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა.

პროექტი, რომლის ღირებულება 188,5 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0