ელდარ რიაზანოვთან გამოთხოვების ცერემონია 3 დეკემბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი ელდარ რიაზანოვი
რეჟისორი ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელდარ რიაზანოვი ორშაბათს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების მანძილზე იგი საკმაოდ ხშირად ავადმყოფობდა. რეჟისორის შვილიშვილმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ განაცხადა, რომ რიაზანოვს ნოვოდევივიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რეჟისორ ელდარ რიაზანოვთან გამოთხოვების ცერემონია 3 დეკემბერს,  მოსკოვში  „Дом союзов“- ის  სვეტებიან დარბაზში გაიმართება, განაცხადა ორშაბათს რეჟისორის მეუღლემ  ემა რიაზანოვამ. 

ელდარ რიაზანოვი ორშაბათს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების მანძილზე იგი საკმაოდ ხშირად ავადმყოფობდა. 

ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაია: რიაზანოვის ფილმები — ეს ადამიანისადმი ოდაა

მანამდე რეჟისორის შვილიშვილმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ განაცხადა, რომ რიაზანოვს ნოვოდევივიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ელდარ რიაზანოვი — რუსი და საბჭოთა კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პედაგოგი, ტელეწამყვანი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი. ავტორი ფილმებისა „საკარნავალო ღამე“, „უფრთხილდი ავტომობილს“, „ბედის ირონია ანუ გაამოთ“, „სამსახურებრივი რომანი“, „ვაგზალი ორისათვის“ და ბევრი სხვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0