ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა

© https://www.nbg.gov.geლარის სიმბოლო
ლარის სიმბოლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის — ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე  შესაძლებელია, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი.  უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა. 

Microsoft-ის საქართველოს ოფისის აქტიური მხარდაჭერის შედეგად ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7 ასევე 8 და 10 ვერსიაში.  

 სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.

განახლდა ეროვნული ვალუტის დიზაინი - Sputnik საქართველო
ლარის ბანკნოტების დიზაინი განახლდება

 Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):

https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey 

 2014 წლიდან ქართულ ფულს — ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.


ყველა ახალი ამბავი
0