პარიზში საქართველოს პრემიერი მსოფლიო ლიდერებს შეხვდა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ქვეყნების ლიდერებს მიესალმა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორშაბათს, 30 ნოემბერს, პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში ღებულობს მონაწილეობას, მსოფლიო ლიდერებს მიესალმა“, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მაღალი დონის ერთ–ერთი ყველაზე მასობრივი ღონისძიება — გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის წევრთა კონფერენცია (COP21), რომელსაც თითქმის 150 ქვეყნის მეთაური და მთავრობის წარმომადგენელი ესწრება, პარიზში 30 ნოემბერს გაიხსნა. 

ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას (Barack Obama), გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს (Angela Merkel), ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს (Xi Jinping), თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს (Recep Tayyip Erdoğan) და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს (Benjamin Netanyahu) მიესალმა.

პარიზი - Sputnik საქართველო
პარიზში გაეროს კლიმატური კონფერენცია იხსნება

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერი ლიტვის, კანადის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, ჩერნოგორიის, კვიპროსის, ირლანდიელებისა და ყაზახეთის ლიდერებს მიესალმა.

ღარიბაშვილი საფრანგეთში 29 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსის მიწვევით გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერი ოფიციალურ სადილს დაესწრება, რომელიც კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერების საპატივცემულოდ გაიმართება.

 


ყველა ახალი ამბავი
0