ქართველი ფეხბურთის "სადაგი დღეები" ევროპაში

© FB / VitesseArnhemგურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი
გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ნახევარმცველმა ვალერი ყაზაიშვილმა „ნაიმეგენთან“ გამართულ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლით საკუთარ კლუბს გამარჯვება მოუტანა. 22 წლის ყაზაიშვილისათვის ეს გოლი ჰოლანდიის ჩემპიონატში გატანილი მეხუთეა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ევროპის ნაციონალურ ჩემპიონატებზე მორიგი მატჩები გაიმართა, რამდენიმე მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ნახევარმცველმა ვალერი ყაზაიშვილმა „ნაიმეგენთან“ გამართულ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლით საკუთარ კლუბს გამარჯვება მოუტანა.  22 წლის ყაზაიშვილისათვის ეს გოლი ჰოლანდიის ჩემპიონატში გატანილი მეხუთეა. ამ გამარჯვების შემდეგ  „ვიტესი“, რომელსაც აქტივში 24 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზე განთავსდა. 

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურში ლიდერებმა გაიმარჯვეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ „რეიმსის“ შემადგენლობაში თავისი პირველი წითელი ბარათი მიიღო. XV ტურში „რენას“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, ნახევარმცველმა პირველი ტაიმის 35-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, ხოლო მეორე ტაიმში მეორე ყვითელი ბარათის წყალობით, მინდორი დატოვა. მიუხედავად „რეიმსის“ უმცირესობაში ყოფნისა, გუნდმა მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა და 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი ითამაშა. რუსეთის ჩემპიონატის XVII ტურში სამარის კლუბმა საკუთარ მოედანზე პერმის „ამკარს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. 

ალექსანდრე კობახიძემ, რომელიც „ვოლინის“ სახელით გამოდიოდა, ზაპოროჟიის „მეტალურგთან“ ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მატჩი დამანგრეველი ანგარიშით 9:1 დასრულდა, კობახიძემ თამაშის მე-4-ე და 23-ე წუთზე მეტოქის კარი წარმატებით დალაშქრა. „ვოლინი“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0