ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურში ლიდერებმა გაიმარჯვეს

© http://fcdinamo.ge/ფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურის ყველაზე შედეგიანი თამაში თერჯოლაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „საპოვნელა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდა. სტუმართა გუნდში დუბლი ლაშა შინდაგორიძემ გააფორმა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურმა ფეხბურთში ინტრიგების გარეშე ჩაიარა. ყველა გუნდმა, რომლებიც მატჩების დაწყებამდე ფავორიტთა რიგებში იყვნენ, კანონზომიერი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის „დინამოელებმა“ გასვლით თამაშში „გურიას“ ანგარიშით 2:0 მოუგეს. გია გეგუჩაძის გუნდს მასპინძლებმა სათამაშო დროის ერთ საათზე მეტი მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. 70–ე წუთზე ბურთი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. დარჩენილ დროში ლანჩხუთელები ძალ–ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ „დინამოს“ კარის ნაცვლად, ხიზანიშვილმა საკუთარი კარი აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაადგინა. ამგვარად, მასპინძლებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს.

მესამე ადგილზე და ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში მყოფმა „სიონმა“ „ჩიხურას“ უმასპინძლა. მატჩის ყველაზე საინტერესო მოვლენები 70–ე წუთის შემდეგ განვითარდა. სწორედ 70–ე წუთზე გაიტანა გოლი სტუმართა კარში ვილი ისიანმა. ბოლნისის „სიონმა“ წარმატება ბოლო 15 წუთში კიდევ ოთხჯერ იზეიმა, გოლების ავტორები არიან ვარლამ კილასონია, ლუკა რაზმაძე და ოთარ კობახიძე. ამ გამარჯვებით ვარლამ კილასონიას გუნდმა, მინიმუმ 24 საათით, ჩემპიონატის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეცამეტე ტურის ანონსი

მაგრამ კლუბების ასეთ განლაგებას არ დაეთანხმა „დილა“, რომელმაც მე–13 ტურში სხვა ლიდერებზე გვიან ითამაშა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისში ადგილობრივ „საბურთალოსთან“ დასაპირისპირებლად ჩამოვიდა. 33– წუთიდან გორელები უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ ამას უჩა სოსიაშვილის გუნდისთვის ხელი არ შეუშლია. 

პირველი ტაიმის ბოლოს ისლამ მაშუკოვმა „დილა“ დააწინაურა. 10 წუთის შემდეგ სტუმრების უპირატესობა გოგიტა გოგუას გოლმა გააორმაგა და 15 წუთში გიორგი ნავალოვსკიმ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. „საბურთალოელებიდან“ პრესტიჟის გოლის ავტორი ჯაბა დვალია.

ტურის ყველაზე შედეგიანი თამაში თერჯოლაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „საპოვნელა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდა. სტუმართა გუნდში დუბლი ლაშა შინდაგორიძემ გააფორმა.

ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ჩემპიონატის აუტსაიდერების შეხვედრა – „მერანმა“ და „ზუგდიდმა“ მატჩი 0:0 დაასრულეს.

საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურის შედეგები: 

„ლოკომოტივი“ – ბათუმის „დინამო“ 1:1

„გურია“ – თბილისის „დინამო“ 0:2

„შუქურა“ – „ცხინვალი“ 2:2

„მერანი“ – „ზუგდიდი“ 0:0

„სამტრედია“ – „კოლხეთი“ 1:0

„საპოვნელა“ – „ტორპედო“ 1:5

„სიონი“ – „ჩიხურა“ 4:0

„საბურთალო“ – „დილა“ 1:3

საქართველოს ჩემპიონატის XIV ტური 6 და 7 დეკემბერს ჩატარდება. 


ყველა ახალი ამბავი
0