საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეცამეტე ტურის ანონსი

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესარჩევი ტურის ძირითადი ნაწილი შაბათს, 28 ნოემბერს ჩატარდება, ამ დღეს 6 მატჩი გაიმართება.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის XIII ტური  პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამო“ ბათუმის მატჩით გაიხსნება.

მოწინააღმდეგეები ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ და თითქმის ყველა შეხვედრაზე უპირატესობა თბილისის გუნდის მხარეს იყო, რომელმაც 14 მატჩი მოიგო და 6 დაუთმო მეტოქეს. ბოლო მატჩი გუნდებს შორის 2005 წელს ჩატარდა, მაშინ „ლოკომოტივმა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, გამარჯვება თბილისელებს 16 წლის ლევან ყენიას გატანილმა გოლმა მოუტანა.

შესარჩევი ტურის ძირითადი ნაწილი შაბათს, 28 ნოემბერს ჩატარდება, ამ დღეს 6 მატჩი გაიმართება.

ჩემპიონატის მოქმედმა ლიდერმა თბილისის „დინამომ“ გამარჯვება ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა და ეცდება ეს შედეგი მოიპოვოს „გურიასთანაც“. ლანჩხუთის ფეხბურთელებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს, ბოლო გამარჯვება კი 10 ოქტომბერს მოიპოვეს. რაც შეეხება გია გეგუჩაძის გუნდს, მათ 27 ჩატარებული მატჩიდან 20 წარმატებით, ოთხი კი ფრედ დაასრულეს.

ჩემპიონატის ორ აუტსაიდერს „მერანსა“ და „ზუგდიდს“ თავიანთ აქტვიში 3 და 5 ქულა აქვთ. ამ ეტაპზე სამეგრელოს ორი კლუბი პირისპირ შეხვედრისას გაარკვევს, რომელი გუნდია უფრო ძლიერი.

ინტრიგის შემცველი იქნება ბოლნისის „სიონისა“ და“ჩიხურას“ შეხვედრა. ორივე კლუბი ევროთასის ზონაში მოხვედრის ორეტენდენტია. და თუ ბოლნისელები, აქტივში 26 ქულით, მესამე ადგილზე თავს კომფორტულად გრძნობენ,  ექვს ქულის მქონე „ჩეხურას“ სერიოზული მუსაობა მოუწევს, რათა ევროპულ არენაზე გასვლის უფლება მოიპოვოს. „ჩიხურამ“ ბოლო ორი მატჩი წარმატებით დაასრულა, „სიონმა“ კი „ცხინვალს“ ანგარიშით 0:2 დაუთმო.

XIII ტური კვირას, 29 ნოემბერს თბილისში დასრულდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „საბურთალო“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დილა“ შეხვდებიან ერთმანეთს. 

XIII ტურის მატჩების ჩატარების გრაფიკი:

27 ნოემბერი

"ლოკომოტივი" — "დინამო" ბათუმი

28 ნოემბერი

"გურია" — "დინამო" თბილისი

"შუქურა" — "ცხინვალი"

"მერანი" — "ზუგდიდი"

"სამტრედია" — "კოლხეთი"

"საპოვნელა" — "ტორპედო"

"სიონი" — "ჩიხურა"

29 ნოემბერი

"საბურთალო" — "დილა"


ყველა ახალი ამბავი
0