დიდი რეჟისორის, ელდარ რიაზანოვის პატარა როლები. ფრაგმენტები ფილმებიდან

გამოწერა

რუსი რეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საბჭოთა და რუსული კინემატოგრაფიის კლასიკოსი ელდარ რიაზანოვი მოსკოვში 89 წლის ასაკში დაიღუპა. იხილეთ ფრაგმენტები მისი ფილმებიდან.

ელდარ რიაზანოვი ბევრ საკუთარ კინოფილმშიც მონაწილეობდა როგორც მსახიობი. მისი თამაში ეპიზოდურ როლებში ყველასათვის საყვარელ ფილმებში – "გარაჟი", "ბედის ირონია, ანუ გაამოთ", "სადგური ორისათვის" და ბევრ სხვაში – ცნობილი კინმატოგრაფის თავისებურ სავიზიტო ბარათად იქცა.

რეჟისორი ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა რეჟისორი ელდარ რიაზანოვი
 ელდარ რიაზანოვი 1927 წელს სამარაში დაიბადა. სწავლობდა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში (გრიგორი კოზინცევის კლასი). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1950 წელს ის დოკუმენტურ კინოში მუშაობდა, იებდა სიუჟეტებს კინოჟურნალებისათვის. მისმა ფილმმა "კუნძული სახალინი" კანის ფესტივალზე პრიზი მიიღო.

1955 წელს ელდარ ალექსანდროვიჩი კინოსტუდია "მოსფილმის" რეჟისორი გახდა და პირველი საბჭოთა ფართოეკრანიანი ფილმი–რევიუ  „გაზაფხულის ხმები“ გადაიღო. ერთი წლის შემდეგ რიაზანოვმა საახალწლო კომედია „საკარნავალო ღამე“ გადაიღო, რომელიც 1956 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და საბჭოთა კომედიის ოქროს ფონდში დაიმკვიდრა ადგილი.

ყველასათვის ცნობილი რეჟისორის ფილმოგრაფიაში 24 კომედიაა.

ყველა ახალი ამბავი
0