გარდაიცვალა რეჟისორი ელდარ რიაზანოვი

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი ელდარ რიაზანოვი
რეჟისორი ელდარ რიაზანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რუსი და საბჭოთა რეჟისორი ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთხელ მოათავსეს საავადმყოფოში. მისი გარდაცვალების თაობაზე „რია ნოვოსტის“ რეჟისორის შვილიშვილმა, დმიტრი ტროიანოვსკიმ აცნობა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რეჟისორი ელდარ რიაზანოვი მოსკოვში, 89 წლისა გარდაიცვალა, — შეატყობინა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“  რეჟისორის შვილიშვილმა დმიტრი ტროიანოვსკიმ.

„ის აღარ არის“, — თქვა მან. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიაზანოვი არაერთხელ მოათავსეს საავადმყოფოში. გასული წლის ნოემბერში ის ბურდენკოს სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს, საიდანაც მხოლოდ 2015 წლის იანვარში გამოწერეს. 

2015 წლის აგვისტოში რეჟისორი ბაკულევის ცენტრში მოხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ინფარქტი დაემართა, მაგრამ ნათესავებმა უარყვეს იგი. სექტემბერსა და ოქტომბერში რიაზანოვი გეგმიურ მკურნალობას იტარებდა, ხოლო 21 ნოემბერს კვლავ გადაიყვანეს მოსკოვის ერთ–ერთ კლინიკაში. 

ელდარ რიაზანოვი — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სცენარისტი, მსახიობი, პედაგოგი, ტელეწამყვანი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი და პროდიუსერი. ავტორი ფილმებისა: „ბებერი ყაჩაღები“, „იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში“, „ბედის ირონია ანუ გაამოთ“, „სამსახურებრივი  რომანი“, „ვაგზალი ორისათვის“, „გარაჟი“ და სხვ. 

ყველა ახალი ამბავი
0