თბილისში სატრანზიტო პროექტის - " მატარებელი ვიკინგის" მიმდინარეობა განიხილეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიПоти - морской порт и город в Грузии
Поти - морской порт и город в Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKINGI train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის — "კომბინირებული მატარებელი ვიკინგის" (VIKINGI train) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების ორ დღიანი სამუშაო თათბირი გაიმართა, ამის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზა იტყობინება.

საქართველოს რკინიგზა VIKINGI train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.

კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKINGI train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს.

კომბინირებული მატარებლის, „ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა "ბალტიის ზღვა – შავი ზღვის" მიმართულებით საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდვების სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის, საკონტეინერო და საკონტრეილერო მატარებლების მარშუტების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.

გადაზიდვები - Sputnik საქართველო
„საქართველოს რკინიგზა“ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფს ამცირებს

"პროექტში საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია იმისთვის, რომ საქართველომ შეიძინოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.საქართველო გახდება "ვიკინგის" და "ტრასეკას" სატრანზიტო კორიდორის შემაერთებელი კვანძი", – აღნიშნულია პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის სატრანსპორტო კომისიის მიერ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი "ვიკინგი" დასახელებულია, როგორც საუკეთესო ევროპული პროექტი სატვირთო გადაზიდვების სექტორში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო პესპექტივების ანგარიში, მიღებული იქნება ახალი კონკურენტუნარიანი სატარიფო გადაწყვეტილებები. დღის წესრიგის თანახმად განიხილებააზერბაიჯანული მხარის პროექტზე მიერთების საკითხი.

"აღნიშნული პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები დაუკავშირდნენ შავი ზღვის აუზს. აღნიშნულ პროექტში გაწევრიანებულია რვა ქვეყანა, მოსალოდნელია, რომ მოხდება აზერბაიჯანის მიერთებაც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ შუა აზიის ქვეყნები დავაკავშიროთ ჩრდილოეთ ევროპას", — განაცხადა სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0