თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 ივლისიდან ტვირთების ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფი 20%-ით მცირდება.
ცვლილებები ეხება ყველა ტიპის მშრალი ტვირთების როგორც სავაგონო, ისე კონტეინერულ გადაზიდვებს, იუწყება საქართველოს რკინიგზა.
„აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება“, — ნათქვამია განცხადებაში.