ლავროვი: რუსეთი 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას გეგმავს

გამოწერა
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიზისს განიცდის მას შემდეგ, რაც სამშაბათს, სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩემოაგდეს.რუსეთის მთავრობა თურქეთის მხრიდან აგრესიის აქტის პასუხად, ეკონომიკურ შეზღუდვებს ამზადებს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას გეგმავს,  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

 „რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, რომელიც ეხლა მოქმედებს  რუსეთსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.  ეს გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თავის სირიელ კოლეგასთან — ვალიდ მუალემთან შეხვედრის შემდეგ გამართა. 

პუტინი: თურქეთს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში სუ–24–ის ჩამოგდებისათვის - Sputnik საქართველო
პუტინი: თურქეთს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში სუ–24–ის ჩამოგდებისათვის

 მინისტრმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის გამოგონილი საფრთხე“. “პირიქით, ეს საფრთხეები სრულიად რეალურია და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას“, — აღნიშნა მან. 

 რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიზისს განიცდის მას შემდეგ, რაც სამშაბათს, სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩემოაგდეს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით,  თვითმფრინავს რაკეტა თურქულმა F-16-მა სირიის თავზე ესროლა და სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ფაქტს „ზურგში დარტყმა“ უწოდა ტერორისტთა მხარდამჭერების მხრიდან. რუსეთის მთავრობა თურქეთის მხრიდან აგრესიის აქტის პასუხად, ეკონომიკურ შეზღუდვებს ამზადებს.


ყველა ახალი ამბავი
0