პუტინი: თურქეთს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში სუ–24–ის ჩამოგდებისათვის

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე კრემლში განაცხადა, რომ ანკარას ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ ჩამოვარდნილი რუსული სუ–24–ის ინციდენტისათვის.

თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რუსულ ჩამოგდებულ სუ–24–თან დაკავშირებული ინციდენტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო უფლებას, აქამდე არ გაჟღერებულა ანკარის მხრიდან განცხადება დანაკარგის ანაზღაურებისა და დამნაშავეთა დასჯის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

"ის, რაც მდა 2 დღის წინ სირიის საჰაერო სივრცეში, ეწინააღმდეგება საღ აზრს და საერთაშორისო უფლებებს. თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ჩვენ აქამდე არ მოგვისმენია თურქეთის უმაღლესი დონის პოლიტიკური  ბოდიში, არც ზიანისა და დანაკლისის ანაზღაურებს შემოთავაზება, არც ჩადენილ ქმედებაში დამნაშავეთა დასჯის პირობა", – განაცხადა მან.

სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების დასაცავად გამოიყენეს კრეისერი მოსკვა და ს–400 - Sputnik საქართველო
სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების დასაცავად გამოიყენეს კრეისერი "მოსკვა" და ს–400
 სამშაბათს, 24 ნოემბერს, სირიაში ჩამოვარდა რუსული თვითმფინავი სუ–24. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქულმა ფ–16–მა "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოაგდო და ის სირიაში თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში დაეცა. ერთი პილოტი დაიღუპა, მეორეს გადარჩენა მოხერხდა.

რუსეთმა მომხდარი შეაფასა როგორც "ზურგში დარტყმა" ტერორისტების თანამოაზრეების მხრიდან. რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ სუ–24–ს თურქეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც ადასტურებს. თურქეთი ამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0