სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების დასაცავად გამოიყენეს კრეისერი "მოსკვა" და ს–400

გამოწერა

საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ს–400 მიიტანეს "ჰმეიმიმის" ავიაბაზაზე იმისათვის, რომ სარაკეტო კრეისერ "მოსკვასთან"ერთად სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ავიაჯგუფი დააზღვიოს და მისთვის საშიში მიზანი გაანადგუროს.

სირიაში რუსულ ავიაბაზაზე "ჰმეიმიმი" ოპერატიულად გადაიტანეს საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ს–400, რომელიც სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" "ფორტ" კომპლექსთან ერთად რუსული ავიაჯგუფის ფრენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს რუსულ ავიაბაზა "ჰმეიმიმზე" სირიაში ოპერატიულად გადაიტანეს, განათავსეს და საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ს–400", – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა მიანიშნა, თუ რას ელოდება რუსეთი თურქეთისგან, რომელმაც სირიაში სუ-24 ჩამოაგდო
 რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმერ კოჟინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში ჩატანილი ს–400 არ გაიყიდება და რუსეთში დაბრუნდება დავალების შესრულების შემდეგ.

კომპლექსი გამოიყენება სირთულეების შემქმნელი თვითმფრინავების, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების, სადაზვერვო თვითმფრინავების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი მიზნებისა და საჰაერო თავდასხმის სხვა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალებების ჩამოსაგდებად.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, "ჰმეიმიმის" ავიაბაზაზე ს–400–ის განთავსების შესახებ, დააკმაყოფილა. ეს გაკეთდა მას შემდეგ, რაც თურქულმა გამანადგურებელმა რუსული სუ–24 ამოაგდო, რომელიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მონაწილეობდა. ერთი პილოტი დაიღუპა, შტურმანის გადარჩენა მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0