სამი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც სირიაში სარედაქციო დავალების შესრულებისას ორმხრივ სროლაში მოყვნენ, რუსეთში დაბრუნდნე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ემშვიდობებოდნენ ისინი ჰმეიმიმის ბაზაზე, ლათაკიიდან გაფრენამდე სამხედროებს.
რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა ილ–62მ მოსკოვში ჩამოიყვანა ტელეარხის RT რეპორტიორები სარგონ ჰადაი და რომან კოსარევი, ასევე TACC კორესპონდენტი ალექსანდრ ელისტრატოვი 26 ნოემბერს დილით.
როგორც განმარტავს RT, ჟურნალისტების მანქანა თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარე დაგმაშლიას დასახლებულ პონქტში მიემართებოდა, რომელიც სირიის არმიამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა ბოევიკებისგან, როდესაც მანქანასთან ახლოს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აფეთქდა. RT კორესპონდენტ რომან კოსარევის თქმით, მათზე შეტევა სალმას ტერორისტების მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტიდან განხორციელდა.