RT და ТАСС რუსი ჟურნალისტების სირიაში დაცხრილვის მომენტი

გამოწერა

სირიაში რუსი ჟურნალისტების ავტომანქანები დაცხრილეს, ტელეარხის RT ორმა თანამშრომელმა და TACC კორეპონდენტმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღეს.

ავტომანქანები, რომლებშიც რუსი ჟურნალისტები ისხდნენ, 23 ნოემბერს სირიის არმიის წინა პოზიციებზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ იუწყებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

"სამი რუსი ჟურნალისტი მსუბუქად დაიჭრა, ერთ–ერთ მათგანს შოკური მდგომარეობა აქვს. ამ დროისათვის რუსი ჟურნალისტების ჯგუფი "ჰმეიმიმის" ავიაბაზაზე დაბრუნდა, სადაც დაშავებულებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს", – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სირიაში დაჭრილი ჟურნალისტებიდან ორი მუშაობს ტელეარხზე RT, ერთი კი TACC თანამშრომელია.

ტელეარხის RT პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტების მანქანასთან ახლოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა აფეთქდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტების მანქანა თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის მანძილში მდებარე, სირიის არმიის მიერ ბოევიკებისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი დაგმაშლიასკენ გაემართნენ.

ყველა ახალი ამბავი
0