"დასავლეთის რეიტინგის ვარდნა საქართველოში, თავად დასავლეთის პოლიტიკის შედეგია"

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  თამარ კვარაცხელია

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“  კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირებულია, სამაგიეროდ გაზრდილია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა. 

რამ გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის დასავლური და რუსული ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულების შეცვლა და რატომ ეცემა ევროპისა და აშშ-ის რეიტინგი საქართველოში. "სპუტნიკი" ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს დაუკავშირდა

ნიკა ჩიტაძე: ნატოსა და ევროკავშირის რეიტინგის ვარდნა, გარკვეულწილად, ქართული მაქსიმალიზმის შედეგია. გამომდინარე იქედან, რომ საქართველომ ამ დრომდე ვერ მიაღწია ამ ორგანიზაციათა წევრობას, მოსახლეობის აზრის ფორმირებაში ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. "დასავლეთს თუ არ ვუნდივართ, ისევ რუსეთში წავალთ", — ამ პრინციპით მოხდა დასავლური სამყაროს რეიტინგის ვარდნა საქართველოში. გარდა ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა, რაც აისახა კიდეც კვლევის შედეგებზე". ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ  პროპაგანდაზე უფრო დიდი და უფრო მძლავრი მედია-საშუალებები მუშაობენ, ადამიანები ადვილად იჯერებენ ტყუილებს, რისი შედეგიცაა რუსეთის რეიტინგის მატება საქართველოში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით შეშფოთებულია

სრულიად განსხვავებულია კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" თავმჯდომარის დამოკიდებულება ჩატარებული კვევის შედეგებისადმი. არჩილ ჭყოიძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდა საერთოდ არ მუშაობს, დასავლეთის რეიტინგის ვარდნა საქართველოში კი, თავად დასავლეთის პოლიტიკის შედეგია: რუსული პროპაგანდა ნამდვილად არ მუშაობს საქართველოში. რომ შევადაროთ იმ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთის პროპაგანდითაა დაკავებული, დავინახავთ, რომ რუსეთი საქართველოში ამ კუთხით, თითქმის არ მუშაობს. რაც შეეხება რუსეთის რეიტინგის მატებას — ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ დასავლეთი და აშშ დგას არა საქართველოს და ქართველების გვერდზე, არამედ გარკვეული ჯგუფის, რამდენიმე პარტიისა და კონკრეტული ადამიანების გვერდზე, რომლებიც თავის მხრივ, უპირისპირდებიან ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. ამ ყველაფერმა აჩვენა ქართველებს, რომ რეალურად არც ქართველ გლეხს ეხმარება დასავლეთი, არც არც ქართველ მეწარმეს… ევრაზიულ კავშირში კი, მათ დაინახეს პერსექტივა. რუსეთი უდიდესი ბაზარია ქართველი გლეხისთვის, უდიდესი ბაზარია აზიაც, სადაც შესაძლოა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მოხვდეს", - განაცხადა ჭყოიძემ. მისივე თქმით, ქართველები მიხვდნენ იმასაც, რომ საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, ვერ მოგვარდება, რუსეთთან დიალოგის გარეშე. 

შეგახსენებთ, რომ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში დასმული იყო შეკითხვა, „ყველაზე უკეთ ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოს – ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთს?“ 33%-მა ევროკავშირს მიანიჭა უპირატესობა, 24%-მა რუსეთს, ხოლო 17%-მა აშშ-ს. 

გამოკითხვა 2015 წლის მაისში ჩატარდა. მასში 2360-მა 18 წელზე მეტის რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0