თბილისში ევროკავშირისაგან მაკროფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ამის სესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ოთხშაბათს, 25 ნოემბერს იტყობინება.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ, ასევე საქართველოს მხრიდან მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების თაობაზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 30 ივნისისთვის 14,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო. 

მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია, საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს მხრიდან დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში გაეგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლებს. 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0