საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 30 ივნისისთვის 14,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

გამოწერა
მთლიანი მოცულობიდან სახელმწიფოს ვალი 5,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (მშპ–ის 38,1%), აქედან მთავრობის ვალი 4,3 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო ეროვნული ბანკის – 233,0 მლნ აშშ დოლარი.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. 2015 წლის 30 ივნისისთვის საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 31,8 მლრდ ლარი (14,1 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ის 90,9%–ია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. 

მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 437,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, მათ შორის, მაჩვენებელი 341,7 მლნ აშშ დოლარით საოპერაციო ცვლილებების ხარჯზე გაიზარდა. 

მთლიანი მოცულობიდან სახელმწიფოს ვალი 5,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (მშპ–ის 38,1%), აქედან მთავრობის ვალი 4,3 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო ეროვნული ბანკის – 233,0 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებზე და კრედიტებზე – შესაბამისად –837,7 მლნ და 605,5 მლნ აშშ დოლარი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 22%–ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში კერძო სექტორის ვალი 8,2 მლრდ აშშ დოლარ შეადგენდა (მშპ–ის 52,8%), მათ შორის საბანკო სექტორის ვალი 2,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, კერძო საწარმოების – 2,5 მლრდ აშშ დოლარს, კომპანიებს შორის ვალი – 2,9 მლრდ აშშ დოლარს.

2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 9,1 მლრდ აშშ დოლარი (20,5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ის 58,6%–ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3,4 მლრდ აშშ დოლარია (მშპ-ის 21,9 პროცენტი).


ყველა ახალი ამბავი
0