საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 22%–ით შემცირდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში მომსახურების ბალანსი დადებითია და 324,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები ტურისტული მომსახურების სფეროდან წლიური გაანგარიშებით, 7,1%–ით გაიზარდა და 460,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში 354,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით ნაკლებია 2015 წლის პირველ კვარტალთან და 16,2%–ით – 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. 

მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტი იმ საქონლით ვაჭრობაა, რომელთა უარყოფითმა სალდომ მეორე კვარტალში 991,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,1%-ით ნაკლებია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%–ით დაეცა

საანგარიშო პერიოდში მომსახურების ბალანსი დადებითია და 324,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები ტურისტული მომსახურების სფეროდან წლიური გაანგარიშებით, 7,1%–ით გაიზარდა და 460,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 122,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე კვარტალში ტრანსფერების დადებითმა სალდომ 423,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15,4%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 24%-ით მეტია 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ზრდა, ძირითადად, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსთვის 143,2 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვამ გამოიწვია.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%–ით გაიზარდა

კაპიტალის ანგარიშის ბალანსმა 2015 წლის მეორე კვარტალში 15,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირმა ინვესტიციებმა საანგარიშო პერიოდში 314,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 66,8%-ით მეტია 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 21,2%-ით მეტია 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. პორტფელურმა ინვესტიციებმა 9,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0