GE Power საინვესტიციო პროექტს განახორციელებს საქართველოში

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი.

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
თბილისში გარდაბნის თბოელექტროსადგურის იმპლემენტაციის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

„ჩალიკ ჰოლდინგმა", საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0