თბილისში გარდაბნის თბოელექტროსადგურის იმპლემენტაციის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაბნის თბოელექტროსადგური საპრივატიზაციო სიაში პირველი ობიექტია, რომელიც მთავრობამ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიზნით გამოიტანა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც გარდაბანში შენდება და მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ია.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის“ კორპორაციის დირექტორმა, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ დირექტორმა, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურმა დირექტორმა და კომპანია „Pegasus East West Ltd“ — ს წარმომადგენელმა. 

ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ  ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით მთავრობამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტების პრივატიზება დაიწყო. გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური გამოცხადებული საპრივატიზაციო ნუსხიდან  პირველი ობიექტია, რომელზეც იმპლემენტაციის ხელშეკრულება ფორმდება.

 

პროექტი  საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად  განახორციელეს შპს „გარდაბნის თბოლოექტროსდადგურის“ მეშვეობით. პროექტის განხოცრიელებისათვის  დახარჯულია დაახლოებით 230 მლნ აშშ დოლარი.

თბოელექტროსადგურის სიმძლავრე სიმძლავრე 230 მგვტ იქნება და მის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია — ÇALIK ENERJİ ახორციელებს. 

იმპლემენტაციის ხელშეკრულების თანახმად, „Pegasus EastWest Ltd“ იძენს გარდაბნის თბოელექტროსადგურ  შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ მფლობელის კომპანიას და ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებული ღირებულება 290 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ენერგეტიკის სექტორში და იგი გავლენას მოახდენს ლარის კურსის სტაბილიზების პროცესზე.

 

 „Pegasus EastWest Ltd“-ს სათაო ოფისი ჰონგ–კონგშია განთავსებული და ის ფოკურისრდება განვითარებად ბიზნესებზე სწრაფად მზარდ ქვეყნებში.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში  2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ General Electrics “ უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს.


ყველა ახალი ამბავი
0