საბერძნეთში რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტზე მძაფრი რექცია ჰქონდათ

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძოდ, ბერძნული მედია განიხილავდა, რა მოხდებოდა, თუკი საბერძნეთი ისეთივე დარღვევებისთვის, როგორსაც რუსულ სუ-24-ს მიაწერენ, თურქული თვითმფრინავების ჩამოყრას დაიწყებდა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რადგანაც თურქეთის სამხედო ავიაცია ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეს მუდმივად არღვევს.

მრავალი ბერძნული მედიასაშუალება მსჯელობდა იმაზე, რა მოხდებოდა, თუკი საბერძნეთი ისეთივე დარღვევებისთვის, როგორსაც რუსულ სუ-24-ს მიაწერენ, თურქული თვითმფრინავების  ჩამოყრას დაიწყებდა. „თურქული მხარე დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, როცა საქმე საბერძნეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხება“, — წერს გაზეთი Protothema.

გაზეთი იუწყება, რომ მაისში თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე ნატოს ბაზის აშენების წინადადებით გამოვიდა, რათა ალიანსს რეგიონში თურქეთის საქციელზე მკაფიო წარმოდგენა ჰქონოდა.

Авиатехники на аэродроме в Сирии проверили Су-34 и Су-24M перед вылетом - Sputnik საქართველო
თურქულმა საჰაერო ძალებმა რუსული Су-24 ჩამოაგდეს. პუტინი „ზურგში დარტყმაზე“ ალაპარაკდა

თურქეთი არ აღიარებს კუნძულების გარშემო საბერძნეთის 10-მილიან საჰაერო ზონას და ამიტომ  თურქული სამხედრო თვითმფრინავების ამ ზონაში შეჭრას მუდმივად მოსდევს მრავალრიცხოვანი ინციდენტი, რაც საბერძნეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ მათ დევნაში გამოიხატება. საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, 2014 წელს საჰაერო სივრცის დარღვევის 1269 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 — საბერძნეთის ტერიტორიის თავზე ფრენა. 2015 წლის ათ თვეში, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 1233 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 31 — საბერძნეთის ტერიტორიის თავზე ფრენა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა მოკავშირე ქვეყნებია ნატოს წევრობის გამო, თურქეთი ასევე ხშირად არღვევს საბერძეთის საზღვაო საზღვრებსაც. 2015 წლის შვიდ თვეში — იანვრიდან ივლისის ჩათვლით, დარღვევის 175 შემთხვევა დაფიქირდა.

სამშაბათს სირიაში რუსული თვითმფრინავი სუ-24  სირიაში ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსიათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან  „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სუ-24-ს თურქეთის საზღვრები არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს. თურქეთი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0