რუსეთის გენშტაბის განცხადება: სუ–24–ის ჩამოვარდნის გარემოებები და უსაფრთხოების ზომები

გამოწერა

რუსეთის საჰაერო ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაურმა სერგეი რუდსკოიმ სირიაში თურქული სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული სუ–24–ის ვარდნის გარემოებებზე და ამასთან დაკავშირებით რუსი მფრინავების უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ ისაუბრა.

პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას ზურგში დარტყმა უწოდა - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას "ზურგში დარტყმა" უწოდა
 სამძებრო სამაშველო ოპერაცია თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული სუ–24–ის რაიონში გრძელდება, გენერალური შტაბი სირიაში რუსული საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებით ზომებს ღებულობს, განაცხადა რუსეთის გენშტაბის მეთაურმა სერგეი რუდსკოიმ სირიაში რუსული ბომბარდირების ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ მიმართვაში.

მისი თქმით, შემტევი ავიაციის ყველა ქმედება შესრულდება მხოლოდ გამანადგურებელი თვითმფრინავების ზედამხედველობით, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების მიზნით ლათაკიის სანაპირო ნაწილს "ფორტ" ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი კრეისერი "მოსკვა" დაიკავებს.

«გაფრთხილებას ვიძლევით, რო ყველა მიზანი, რომელიც ჩვენთვის პოტნციური საფრთხე იქნება, განადგურდება», – განაცხადა რუდსკოიმ. მან ასევე დაამატა, რომ სამხედრო კუთხით თურქეთთან კონტაქტი ინციდენტის შემდეგ შეწყდება.

სამშაბათს სირიაში ჩამოვარდა რუსული თვითმფინავი სუ–24. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი "воздух-воздух" ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც თურქულმა ფ–16–მა ისროლა სირიის ტერიტორიაზე, ის სირიაში თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში დაეცა. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ჰაერშივე მოკვდა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის გამო. ჩამოვარდნის რაიონში ორი მი–8 ვერტმფრენით გაფრინდა სამძებრო–სამაშველო ჯგუფი. ოპერაციისას ერთ–ერთმა ვერტმფრენმა ცეცხლსასრული იარაღიდან დაზიანება მიიღო და ნეიტრალურ ტერიტორიაზე იძულებით დაეშვა. დაიღუპა ერთი კონტრაქტორი ქვეითი მეზღვაური. ჩატარებული ქმედებების შედეგად სამძებრო–სამაშველო ჯგუფის შემადგენლობა და ვერტმფრენის ეკიპაში ევაკუირებულები არიან და ამ დროისათვის "ჰმეიმიმის" საავიაციო ბაზაზე იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0