თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიწერილ წერილში ჩამოგდებულ რუსეთის თვითმფრინავ Су-24-თან დაკავშირებით, თურქეთი არ მოუწოდებს კონკრეტული ქმედებებისაკენ, განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მეთიუ რაიკროფტმა.
გაეროს უშიშროების საბჭო ჯერ არ გეგმავს ამ ინციდენტის განხილვას, აღნიშნა მან. ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს.
მანამდე სააგენტო როიტერმა თურქ დიპლომატებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთმა წერილობით აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნსა და უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს სამშაბათს ჩამოგდებულ რუსეთის თვითმფრინავ Су-24-თან დაკავშირებით.
„ჩვენ კავშირზე ვიყავით ამ ორ ქვეყანასთან (რუსეთი და თურქეთი-რედ.) და ბევრ სხვასთან. ამ დროისათვის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას“, — თქვა რაიკროფტმა.
მისი თქმით, „წერილი თურქეთიდან იყო, იგი იტყობინება ფაქტს, იგი არ მოუწოდებს კონკრეტული ქმედებებისაკენ“.
რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა, ჟურნალისტების შეკითხვებზე — აპირებს თუ არა დააყენოს აღნიშნული საკითხე გაეროსა უშიშროების საბჭოზე, განაცხადა: „ჯერ არ ვიცი“. ჩურკინმა ასევე დაუდასტურა სააგენტო „რია ნოვოსტის“ თურქეთიდან წერილის მიღების ფაქტი.
რაიკროფტმა შეშფოთება გამოთქვა რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. „მთავარია ჩვენ მივიღოთ გაკვეთილი და მოვუწოდებ ყველას ვინც ჩართულია ამ საქმეში, შეამცირონ დაძაბულობის ხარისხი“, — აღნიშნა მან.
სამშაბათს, რუსულმა თვითმფრინავმა Су-24 სირიაში ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით თურქული თვითმფრინავიდან F-16 და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში.