თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, სირიაში ჩამოვარდა. თურქულმა F-16-მა იერიში თვითმფრინავზე მას შემდეგ განახორციელა, რაც საჰაერო სივრცის გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება ტელეარხი A Haber-ი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.
თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და სირიის ტერიტორიაზე, ბაირბუკჯაკის რაიონში ჩამოვარდა.