გაერო: თვითმფრინავთან დაკავშირებულმა ინციდენტმა შესაძლოა ტერორიზმთან ბრძოლა გაართულოს

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს ბრძოლა ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით უნდა წარიმართოს და კანონისა და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსულ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, შესაძლოა, სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის მხრივ არსებული ვითარება გაართულოს, — განაცხადა სამშაბათს ბრიფინგზე ჟენევაში გაეროს განყოფილების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აჰმად ფაუზიმ.

სამშაბათს რუსული თვითმფრინავი სუ–24 სირიაში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, დედამიწიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია. თურქულმა 

F-16 - Sputnik საქართველო
თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და ის  F-16–ის თვითმფრინავებით ჩამოაგდეს. რუსეთი თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ფრენის განმავლობაში თვითმფრინავი მხოლოდ სირიის თავზე იმყოფებოდა, რაც კონტროლის ობიექტურმა საშუალებებმა დააფიქსირა.

 „ვიცი, რომ რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც, მედიის ინფორმაციით, თურქეთმა ჩამოაგდო, შეიძლება ვითარება გაართულოს“, — განაცხადა ფაუზიმ.

გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს ბრძოლა ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით უნდა წარიმართოს და კანონისა და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0