თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რეიმონდს ვეიონისი (Raimonds Vejonis) 2016 წელს საქართველოს ეწვევა, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა (Edgars Rinkevics) ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამშაბათს, 24 ნიემბერს.
დიპლომატებმა თბილისში შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
„მე გიორგი ლატვიაში მოვიწვიე, გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ასევე საქართველოში გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა“, — განაცხადა რინკევიჩსმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ედგარს რინკევიჩსი სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) საზღვარზე სოფ. დიცს ეწვევა.