საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები: გიორგი კვირიკაშვილი და ედგარს რინკევიჩსი
საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები: გიორგი კვირიკაშვილი და ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს იმედი, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2015 წლის ბოლოს – 2016 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ლატვიის მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას ააქტიურებს, — განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა (Edgars Rinkēvičs) 24 ნოემბერს ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატებმა თბილისში შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

„შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღმავების საკითხზე ვიმსჯელეთ. ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ეს პრაქტიკული მხარდაჭერა იყო. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ მხარდაჭერას“, — განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს იმედი, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2015 წლის ბოლოს – 2016 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

„ჩვენ განვიხილეთ ევროპული საქართველოს დღის წესრიგის საკითხები, რეფორმები, რომლებსაც ევროპული მისწრაფების გზაზე ვახორციელებთ… ასევე ვისაუბრეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ვროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. დღეისთვის შეთანხმება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 26 ქვეყანაში უკვე რატიფიცირებულია. დარჩენილია ბელგია და იტალია.

 

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.


ყველა ახალი ამბავი
0