პარიზის ტერაქტების მონაწილე აბდესლამი შესაძლოა ბელგიაში გადავიდა

გამოწერა
ბანდიტიზმთან ბრძოლის პოლიციის ბრიგადამ ლიეჟის რაიონში სალაჰ აბდესლამი დააფიქსირა, რომელიც BMW–ს საჭესთან იჯდა. თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მან მიმალვა შეძლო და გერმანიის მიმართულებით გაემგზავრა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კვირას ბელგიის ქალაქ ლიეჟში შენიშნეს, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Soir–ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ბანდიტიზმთან ბრძოლის პოლიციის ბრიგადამ ლიეჟის რაიონში სალაჰ აბდესლამი დაახლოებით 19:30 საათზე დააფიქსირა, რომელიც BMW–ს საჭესთან იჯდა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მან მიმალვა შეძლო და გერმანიის მიმართულებით გაემგზავრა.

მანამდე ბელგიის ფედერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიუსელის რეგიონსა და შარლერუაში ჩხრეკისას აბდესლამი დაკავებული არ ყოფილა.

პოლიცია ბრიუსელის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება ბელგიაში მყოფ თანამოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სალაჰ აბდესლამი, რომლის ძმამ — იბრაჰიმმა თავი ვოლტერის ბულვარზე აიფეთქა, ამ დროისთვის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების ორგანიზაციაში ერთ–ერთი ძირითადი ეჭვმიტანილია. კერძოდ, მის სახელზე ბრიუსელში იჯარით იყო გაცემული ავტომობილი, ხოლო პარიზის გარეუბანში სასტუმროს ნომრები, სადაც ტერორისტები დანაშაულის ჩადენამდე ცხოვრობდნენ.

13–14 ნოემბრის ღამეს აბდესლამს ბრიუსელიდან მეგობრები მიაკითხეს, რომლებმაც იგი ბრიუსელის რეგიონის ერთ–ერთ კომუნაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.

ბელგიური მედია აბდესლამის მეგობრის, ამზა ატუს ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით  იუწყება, რომ, როდესაც ატუს ის საკუთარი ავტომობილით პარიზიდან ბრიუსელში გადაჰყავდა, ეჭვმიტანილს შესაძლოა შაჰიდის ქამარი ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონოდა სხეულზე მიმაგრებული. ამასთან, ატუმ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია — მას არც ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუნახავს და არც შაჰიდის ქამარი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, აბდესლამს უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა, რომ შესაძლოა მას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში აღნიშნულ პარიზის მე–19 რაიონში უნდა განეხორციელებინა ტერაქტი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. 

ყველა ახალი ამბავი
0