საქართველოს საგარეო უწყება ბელგიაში მყოფ თანამოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გამოწერა
ბელგიის კრიზისულ ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი 1771. ამ ნომერზეა შესაძლებელი დამატებითი ინფორმაციის მიღება ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონესთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელგიაში მყოფ თანამოქალაქეებს, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სიფრთხილისკინ მოუწოდებს, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც   დღეს, 23 ნოემბერს გავრცელდა. 

ბელგიის ხელისუფლების 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე ნარჩუნდება.  რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ტერაქტის სერიოზული და გარდაუვალი საფრთხე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელგიაში მყოფ თანამოქალაქეებს, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების შემდეგი რეკომენდაციები:  

თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს

მაქსიმალურად შეიკავონ თავი ქალაქში მოძრაობისგან, თუ ეს გადაუდებლად აუცილებელი არ არის

არ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

უკანასკნელი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ სანდო საინფორმაციო წყაროებიდან.

ბელგიის კრიზისულ ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი 1771. ამ ნომერზეა შესაძლებელი დამატებითი ინფორმაციის მიღება ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონესთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე. 

ბრიუსელში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილების სახლს ალყა შემოარტყეს და ამოქოლეს - Sputnik საქართველო
ბრიუსელში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილების სახლს ალყა შემოარტყეს და ამოქოლეს

ამას გარდა, ფუნქციონირებს ბელგიის კრიზისული ცენტრის ვებგვერდიც. 

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საკონსულოს ბელგიაში შემდეგ ნომერზე:  +32 4777 000 34 / +32.

ამ მომენტისთვის ბრიუსელში დაკეტილია მეტრო და ტრამვაის მიწისქვეშა სადგურები, გაძლიერებულია პატრულირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საპატრულო პოლიციას დაურიგეს ავტომატური იარაღი, გაუქმებულია ყველა სა სობრივი ღონისძიება, დაკეტილია კონოთეატრები, მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები. ბრიუსელის რეგიონში შემავალი 19 კომუნის ბურგომისტრების გადაწყვეტილებით, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ტრადიციული საკვირაო ბაზრობები. ამას გარდა, ბრიუსელის ცენტრალური კომუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასცა რესტორნების დაკეტვის რეკომენდაცია. 


ყველა ახალი ამბავი
0