ბრიუსელში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილების სახლს ალყა შემოარტყეს და ამოქოლეს

გამოწერა

ბელგიის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბრიუსელში დელანუას ქუჩის №47 სახლის ფანჯრები და კარები ფანერის დაფებით ამოქოლეს. პოლიციის ინფორმაციით, მასში ცხოვრობდნენ პარიზის ტერაქტების სერიაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი იბრაჰიმ და სალაჰ აბდესლამები.

ბელგიის ხელისუფლებამ გააძლიერა სალაჰ აბდესლამის ძებნა, რომელზეც ფრანგულ პოლიციას დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირისა და პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიაში მონაწილეობის ეჭვი აქვს.

გამოძიების მსვლელობისას სასნაიპერო

საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლები ტერაქტის შემდეგ ისის–ს უტევენ - Sputnik საქართველო
საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლები ტერაქტის შემდეგ "ისის–ს" უტევენ

დანაყოფები ბრიუსელში მისი სახლის მახლობლად შენობების სახურავებზე განაწილდნენ.

შაბათს, ბელგიის დედაქალაქის ემიგრანტულ კომუნა მოლენბეკში დააკავეს სალაჰის ძმა მოჰამედი. მათმა მეასმე ძმამ იბრაჰიმმა გასულ პარასკევს თავი აიფეთქა პარიზში ვოლტერის ბულვარში.

პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა საფრანგეთის დედაქალაქის ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, 3 აფეთქება მოხდა სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ახლოს, სადაც ამხანაგური მატჩი ტარდებოდა საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. გარდა ამისა, თეატრ "ბატაკლანში" მიმდინარე როკ–კონცერტზე უცნობებმა ტყვეები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 129 ადამიანი, 350-ზე მეტმა კი დაზიანება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0