საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლები ტერაქტის შემდეგ "ისის–ს" უტევენ

გამოწერა

საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა პარიზსში მომხდარი ტერაქტის შემდეგ პირველად მიიტანეს იერიში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე სირიის ქალაქ ერ–რაქაში. "ისის–ის" სამიზნეების გასანადგრებლად იორდანიიდან 10 გამანადგურებელი წარიგზავნა.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტევის შედეგად "ისის–ის" სასარდლო პუნქტი და საწვრთნელი ბანაკი განადგურდა. ოპერაციაში მონაწილეობდა 10 გამანადგურებელი, რომლებმაც 20 ბომბი ჩამოაგდო.

"პირველ განადგურებულ სამიზნეს "ისლამური სახელმწიფო" იყენებდა სასარდლო პუნქტად, ჯიჰადისტების მოსამზადებელ ცენტრად და იარაღისა და საბრძოლო ნივთების საწყობად. მეორე სამიზნე ტერორისტების მოსამზდებელ ბანაკად გამოიყენებოდა", – ნათქვამია შეტყობინებაში.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლო ქმედებები პარიზში 14 ნოემბრის ღამით მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ დაიწყო.

სექტემბრის ბოლოს საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა პირველად მიიტანეს ავიაიერიში სირიაში "ისის–ის" ბოევიკების პოზიციებზე. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განმარტა, რომ დაბომბვა აუცილებელი იყო და "თავდაცვის მიზნით" შესრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0